ფილტვის კიბოს სტატისტიკა და უფასო კვლევების პროგრამა 

21:52, 05.05.2026

თბილისში ფილტვის კიბოს უფასო სკრინინგი დაიწყო.

მერიის ახალი პროგრამისადმი ინტერესი პირველი დღეებიდან საკმაოდ მაღალია. მედიკოსების მოლოდინია, რომ მოქალაქეები შეთავაზებით აქტიურად ისარგებლებენ, რაც ლეტალობის მაღალი მაჩვენებლით გამორჩეული დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენას და პაციენტების სიცოცხლის გადარჩენას უზრუნველყოფს. სკრინინგი – ეს არის ჯანმრთელი ადამიანის კვლევა, რათა დაავადების არსებობის შემთხვევაში, ის სიმპტომების გაჩენამდე გამოვლინდეს. სიმსივნის ადრეული სტადიის მკურნალობა გადარჩენის ალბათობას მკვეთრად ზრდის. საქართველოში, სადაც თამბაქოს მოხმარება ჯერ კიდევ მაღალია, ფილტვის კიბოს რისკის წინაშე საკმაოდ ბევრი ადამიანი დგას.

რატომ მიიჩნევა ფილტვის კიბო მაღალი რისკი შემცველ დაავადებად და ვის შეუძლია უფასო სკრინინგით სარგებლობა – დესი ვარდოსანიძე გიამბობთ.

მსგავსი