ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამა
სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამორჩეული ონკოლოგიური დაავადება, რომელიც საქართველოში ყოველწლიურად 1000-ზე მეტ ადამიანის უდგინდება. ნოემბერი ფილტვის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა.
კვლევებით დადასტურებული, რომ პაციენტების უმეტესობაში სიმსივნის უმძიმეს ფორმას მოწევა იწვევს, დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა კი პაციენტის გადარჩენის შანსებს მნიშვნელოვნად ზრდის. მძიმე დიაგნოზის მქონე პაციენტების მხარდაჭერის და მათი სიცოცხლის გახანგრძლივების მიზნით ფილტვის კიბოს სკრინინგს თბილისის მერია უკვე შვიდი თვეა სრულად აფინანსებს. პროგრამაში ჩართულია 27 კლინიკა.
ვის შეუძლია უფასო სკრინინგით სარგებლობა და რამდენად მაღალია მიმართვიანობა – მაკა არჩევნიშვილი გიამბობთ.