„დინამო არენაზე“ ცნობილი კომენტატორის, გიგა გვენცაძის ფილმის, „დიდი გუნდის“ პრემიერა გაიმართა, რომელიც თბილისის „დინამოს“ 13 მაისის ისტორიული გამარჯვების 45 წელს მიეძღვნა. ფილმის ავტორმა ახლებურად წარმოაჩინა ქართული ფეხბურთის 1981 წლის წარმატება – „დინამოს“ მიღწევის შესახებ ისაუბრეს თბილისელთა მიერ დამარცხებული გუნდების, „ვესტ ჰემის“, „ფეიენოორდის“ და „კარლ ცაისის“ ვეტერანმა მოთამაშეებმა. ფილმი გადაღებულია სპორტის სამინისტროს და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მხარდაჭერით.
„დიდი გუნდის“ ავტორმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საზოგადოებრივ მაუწყებელს უნიკალური საარქივო მასალისთვის.