ფილმის პრემიერა

კვენტინ ტარანტინოს ახალი ფილმი, „ერთხელ ჰოლივუდში“, საქართველოს კინოთეატრებში გამოსვლამდე ერთი დღით ადრე, ეროვნული კინოცენტრის ინიციატივით, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, კინომცოდნეებსა და ჟურნალისტებს კინოთეატრ „ამირანში“ აჩვენეს.

ფილმის მსოფლიო პრემიერა კანის წლევანდელ  კინოფესტივალზე შედგა. „ერთხელ ჰოლივუდში“ 1969 წელს, ლოს-ანჯელესში განვითარებულ მოვლენებს ასახავს, – ამერიკელი სერიული მკვლელის, ჩალზ მენსონისა და მისი მიმდევრების დანაშაულს, რასაც ცნობილი რეჟისორის, რომან პოლანსკის მეუღლისა და მისი მეგობრების სიცოცხლე შეეწირა.

ფილმში მთავარ როლებს ჰოლივუდის ვარსკვლავები, ლეონარდო დი კაპრიო, ბრედ პიტი, მარგო რობი, დაკოტა ფანინგი, ალ პაჩინო და კურტ რასელი ასრულებენ.