ფილმი „გიორგი ანწუხელიძე“ - პრემიერა პირველ არხზე  

საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შესახებ გადაღებული ფილმის პრემიერა გუშინ პირველი არხის ეთერში და პარალელურად საზოგადოებრივი მაუწყებლის ღია სტუდიაში შედგა, რომელსაც ანწუხელიძის ოჯახის წევრები და თანამებრძოლები ესწრებოდნენ.

დოკუმენტური ფილმი, „გიორგი ანწუხელიძე“ მოგვითხრობს საქართველოს ეროვნული გმირის, მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტის, გიორგი ანწუხელიძის ცხოვრებაზე. ფილმში შესულია უნიკალური, ექსკლუზიური საარქივო კადრები, რომელზეც ეროვნული გმირი მის სიცოცხლეშია გადაღებული. ეროვნული გმირის ცხოვრების ეპიზოდებს იხსენებენ ოჯახის წევრები და მეგობრები. დოკუმენტური ფილმის რეჟისორია შალვა შენგელი.

დატოვე კომენტარი