ფილმ „ნამეს“ ოპერატორის წარმატება

ფილმ „ნამეს“ ოპერატორი გიორგი შველიძე ამერიკის კინემატოგრაფისტთა საზოგადოების მთავარი პრიზის მფლობელი გახდა. წლის აღმოჩენის სექციაში გიორგი შველიძეს ორი კონკურენტი ჰყავდა. ამერიკის კინემატოგრაფისტთა საზოგადოებამ გამარჯვებული 9 თებერვალს, ღამით გამოავლინა.

გამარჯვების შემდეგ პირველი ინტერვიუ გიორგი შველიძემ უცხოურ მედიას მისცა და აღნიშნა, რომ თავი სიზმარში ჰგონია და ეს გამარჯვება არა მხოლოდ მისი, არამედ სხვა კინემატოგრაფისტების გამარჯვება და სტიმულია, აკეთონ საკუთარი საქმე.

რეჟისორ ზაზა ხალვაშის „ნამე“ არაერთი ფესტივალის გამარჯვებულია.