თბილისის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათის რეაბილიტაცია იწყება.
54-წლიანი ისტორიის მქონე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მასშტაბური სარემონტო სამუშაოების ჩატარება იგეგმება. „სთარინგ ჯორჯიას“ მიერ დაანონსებული პროექტი ინფრასტრუქტურის სრულად განახლებას, უახლესი ტექნიკით აღჭურვასა და თანამედროვე სტანდარტებზე მორგებას გულისხმობს. დედაქალაქის კულტურული ცენტრის ავთენტიკური სახე შენარჩუნდება. პარალელურად დაგეგმილია ისტორიულ შენობაში დაცული უნიკალური აუდიო და ვიდეო და დოკუმენტური მასალების ციფრულ მატარებლებზე გადატანაც.