ფიგურული ციგურაობა | ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონია
კიდევ ერთი ისტორიული შედეგი საქართველოსთვის – ქვეყნის ისტორიაში პირველად, ქართველი მოციგურავე ნიკა ეგაძე ვაჟთა შორის ერთეულებში ევროპის ჩემპიონია. ინგლისის ქალაქ შეფილდში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე მან ოქროს მედალი მოიპოვა. უმაღლეს დონეზე შესრულებული მოკლე პროგრამის შემდეგ, ეგაძე პირველ ადგილზე 91.28 ქულით იყო. თავისუფალ პროგრამაში კი 181.72 ქულა დაიმსახურა და ჯამში 273 ქულით ევროპის ჩემპიონი გახდა.
შეგახსენებთ, ტურნირზე 15 იანვარს ოქროს მედლის მფლობელი ასევე გახდა ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილი.