ფიგურული ციგურაობა | მეტელკინა და ბერულავა ოქროს მედლებს დაეუფლნენ

15:46, 02.03.2025

ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის სპორტულ წყვილში ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ოქროს მედლის მფლობელები ზედიზედ მეორედ გახდნენ. უნგრეთში მიმდინარე ჩემპიონატზე საქართველოს წარმომადგენლებმა მოკლე და თავისუფალ პროგრამაში პირველი ადგილი დაიკავეს და ორი გამოსვლის ჯამში 191.01 ქულა დააგროვეს. ერთეულთა შორის თავისუფალი პროგრამით იასპარეზა ინგა გურგენიძემაც, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა მეექვსე ადგილით დაასრულა.

მსგავსი