ფიცის დადების ცერემონია საკონსტიტუციო სასამართლოში

საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოში მის მიერ დანიშნული მოსამართლის, გიორგი მოდებაძის ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო. მიხეილ ყაველაშვილმა სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივია იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, ქვეყნის ძირითადი კანონის დაცვისა და კონსტიტუციური კონტროლის განხორციელების გარანტი. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც ესწრებოდა.