ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“

თბილისის მერია ფესტივალს „თბილისის ცის ქვეშ“ წელს „ვითიბი ბანკთან“ ერთად ჩაატარებს. საქართველოს დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში გაიმართება კულტურული, სპორტული, საბავშვო და საგანმანათლებლო ღონისძიებები.

პირველი საფესტივალო ღონისძიება 16 ივნისს ჰუალინგის პარკში გაიმართება, სადაც მსმენელის წინაშე ჯგუფილაუდსფიქერსი წარდგება. პროექტი ივლისის ბოლომდე გაგრძელდება და მასზე დასწრება თავისუფალი იქნება.