ფესტივალი „თაობა“

22:14, 25.12.2020

მოსახლეობის სადღესასწაულო განწყობაზე დღეიდან მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სცენიდანაც ზრუნავენ. ფესტივალი „თაობა“ მსმენელებს ამჯერად ონლაინფორმატში, მრავალფეროვან მუსიკალურ პროგრამას სთავაზობს. რეპერტუარს კლასიკური მუსიკის შემსრულებელი ახალგაზრდა მუსიკოსები წარმოადგენენ. ოთხდღიანი ფესტივალი გალა-კონცერტით დასრულდება.

საფესტივალო პროგრამა ლაივკონცერტებთან ერთად, ონლაინლექციებსა და მასტერკლასებს მოიცავს, რომელში ჩართვის შესაძლებლობაც ნებისმიერ მსურველს აქვს. ონლაინფესტივალი 28 დეკემბრამდე გაგრძელდება.

მსგავსი