ფესტივალი მოძრაობის თეატრში

კიდევ ერთი საერთაშორისო კულტურული ღონისძიება, რომელიც პანდემიის შემდგომ პირველად ჩვეულ ფორმატში ტარდება. წელს მეორედ, თბილისი მოძრაობის, ფიზიკური და ცეკვის თეატრის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. ღონისძიების ფარგლებში, ქართველ მაყურებელს ქართული და უცხოური თეატრალური დასები ახალ ნამუშევრებს წარუდგენენ.

ფესტივალი დღეს გაიხსნა და 17 ივნისამდე გაგრძელდება.