ფესტივალი – ჯაზი და ღვინო

22:03, 15.10.2021

წინანდლის მამული ჯაზის და ღვინის ფესტივალის მასპინძლობისთვის ემზადება.

კახეთს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ცნობილი მუსიკოსები ესტუმრებიან. გაიმართება რუდი ვალენტინოსა და ბალერას კონცერტი, წარმოდგენილი იქნება ქართველი, ამერიკელი, პოლონელი და იტალიელი მუსიკოსების ერთობლივი მუსიკალური პროექტიც.

პარალელურად გაიმართება ქართული ღვინის დეგუსტაცია, იტალიელი შეფ-მზარეულები კი კულინარიულ შოუს მოაწყობენ და სტუმრებს სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი რეცეპტით დამზადებულ კერძებს შესთავაზებენ.

ღვინისა და ჯაზის რიგით მეხუთე ფესტივალი 16 ოქტომბერს გაიმართება.

მსგავსი