ფესტივალი „გიზ-გიზი“ სვანეთში

მესტიაში ფესტივალი „გიზ-გიზი“ მიმდინარეობს. მოეწყო კვების ზონა და სამეწარმეო ბაზარი, სადაც ადგილობრივ მეწარმეებს საშუალება აქვთ, თავიანთი პროდუქტები წარადგინონ. პარალელურად, იმართება სხვადასხვა გასართობი აქტივობა, მუსიკალურ გაფორმებაზე კი ქართველი დიჯეები ზრუნავენ. ღონისძიება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, სვანეთში პირველად ტარდება.

ფესტივალს აშუქებს ჩვენი გადამღები ჯგუფი და ახლა მესტიიდან პირდაპირ ეთერში მარიამ ბერძენიშვილი შემოგვიერთდება.