ფესტივალი „გიზ-გიზი“ მესტიაში

მესტიაში ფესტივალი „გიზ-გიზი“ გრძელდება. მოწყობილია კვების ზონა და სამეწარმეო ბაზარი, სადაც ადგილობრივ მეწარმეებს საშუალება აქვთ თავიანთი პროდუქტები წარადგინონ. სტუმრების განწყობაზე მთელი დღის განმავლობაში ქართველი დიჯეები ზრუნავენ. „გიზ-გიზი“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით უკვე მეორედ იმართება. შარშან ფესტივალს გუდაურმა უმასპინძლა. მიზანი საქართველოს სამთო კურორტების პოპულარიზაცია და ტურისტების მოზიდვაა.

მარიამ ბერძენიშვილი პირდაპირ ეთერში მესტიიდან.