ფესტივალი „ღამის სერენადები“ გრძელდება

12:33, 25.08.2025

ბათუმში საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ გრძელდება. ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში კონცერტი „ვივალდის ციებ-ცხელება“ გაიმართა. მსმენელის წინაშე ბაროკოს მუსიკის ვარსკვლავები, ანდრეს გაბეტა და მორის შტეგერი, ფესტივალის ორკესტრთან, „საქართველოს ვირტუოზებთან“ ერთად წარდგნენ. ფესტივალი ოქტომბერში თბილისში გაგრძელდება. „ღამის სერენადები“ 1982 წელს, ცნობილმა ქართველმა მევიოლინემ, ლიანა ისაკაძემ დააარსა.

მსგავსი