ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიხსნა

12:26, 20.08.2026

ბორჯომში ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები” გაიხსნა. მრავალფეროვანი პროგრამის ფარგლებში, შვიდი კონცერტით აღინიშნება ლეგენდარული ქართველი მევიოლინის, ლიანა ისაკაძის დაბადებიდან 80 წლის იუბილე. ფესტივალში მონაწილეობენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი მუსიკოსები, ახალგაზრდა ნიჭიერი შემსრულებლები, ფესტივალის ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“ და გია ყანჩელის სახელობის ახალგაზრდული ორკესტრი. „ღამის სერენადები“ ბათუმში გაგრძელდება, სექტემბერში კი – დასკვნითი კონცერტები თბილისში გაიმართება. ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

მსგავსი