ფესტივალი „ღამის სერენადები“ დასრულდა
ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ ბათუმში დასრულდა. ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე, „ტანგო ოპერაციონე“ – სპეციალურად „ღამის სერენადებისთვის“ შექმნილი უნიკალური მუსიკალური პროექტი შესრულდა. წლევანდელი „ღამის სერენადები“ ლეგენდარული ქართველი მევიოლინის, ლიანა ისაკაძის დაბადებიდან 80 წლის იუბილეს მიეძღვნა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ფესტივალის პროგრამა წელს შვიდ კონცერტს აერთიანებს.
„ღამის სერენადებმა“ წელსაც ტრადიციულად, ქართველი და უცხოელი მუსიკოსები გააერთიანა. ფესტივალი 16, 18 და 20 სექტემბერს უკვე თბილისში გაიმართება.