ფესტივალი „ღამის სერენადები“ ბათუმში
საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ გრძელდება ბათუმში. მსმენელის წინაშე ცნობილი მევიოლინე და დირიჟორი ანდრეს გაბეტა, ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარკი წარდგნენ ორკესტრ „საქართველოს ვირტუოზებთან“. „ღამის სერენადების“ წლევანდელი სეზონი ლეგენდარული ქართველი მევიოლინის, ლიანა ისაკაძის დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ეძღვნება. ბათუმში ხვალ კიდევ ერთი კონცერტი გაიმართება, შემდეგ კი ფესტივალი თბილისში გაგრძელდება.