ფესტივალი „ღამის სერენადები“
„ღამის სერენადების“ დასკვნითი ეტაპი – ქართულ სცენას ცნობილი იტალიელი მუსიკოსები დაიკავებენ, რომლებიც სხვადასხვა კომპოზიტორის ნაწარმოებებს შეასრულებენ. იგეგმება იტალიის საბალეტო დასის გამოსვლაც.
ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის წლევანდელი პროგრამა საკმაოდ მრავალფეროვანი იყო. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა გასვლითი კონცერტები, მოეწყო მასტერკლასები და გამოფენები. „ღამის სერენადების“ წელს რამდენიმე რეგიონსაც ესტუმრა. საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი თბილისში დასრულდება.