ფესტივალი „განდაგანა“ ბათუმში

12:30, 15.11.2026

ბათუმში, სოფლის ტურიზმის ფესტივალ „განდაგანას“ პირველი დღე ევროპის მოედანზე კონცერტით დასრულდა. ორდღიანი ფესტივალი აჭარული სოფლების ტრადიციებს, კულტურასა და სამზარეულოს აერთიანებს და ადგილობრივებსა და ქალაქის სტუმრებს მასპინძლობს. საფესტივალო სივრცეში 200-მდე მეწარმის პროდუქცია, ხელნაკეთი ნივთები და სოფლის ნობათია წარმოდგენილი. სტუმრებს შეუძლიათ ტრადიციული კერძების დაგემოვნება და კულინარიულ, თიხისა და ქარგვის მასტერკლასებში მონაწილეობა. „განდაგანა“ ხვალ დასრულდება. დღეს უამინდობის გამო დაგეგმილი ღონისძიებები 16 ნოემბრისთვის გადაიდო. ფესტივალი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, 2015 წლიდან იმართება და სოფლის ტურიზმის პოპულარიზაციასა და ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერას ემსახურება.

მსგავსი