ფესტივალი „გაიცანი ქართული“

მეწარმეთა კავშირის ორგანიზებით ფესტივალი „გაიცანი ქართული“ მიმდინარეობს. პირველი სერიის მასპინძელი და მხარდამჭერი მთაწმინდის პარკია. მთავარ მოედანზე გამოფენილია საკვები პროდუქტები, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები, ტკბილეული, ტექსტილი ნაწარმი, ხელნაკეთი აქსესუარები და საქართველოში დამზადებული სხვადასხვა სახის პროდუქცია. გამოფენა-გაყიდვას დაინტერესებული პირები და პარკის ვიზიტორები სტუმრობენ. ორგანიზატორების განმარტებით, ფესტივალი პერმანენტული იქნება, სხვადასხვა ლოკაციებზე გაიმართება და ქალაქის თითქმის ყველა უბანს მოიცავს.