ფოლკლორის დღეები - ფესტივალი „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში

ჩექ ინ ჯორჯიას ფარგლებში, 29 ივლისიდან 23 აგვისტომდე, ბათუმში, ფესტივალი – ფოლკლორის დღეები გაიმართება. ღონისძიებებში თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ქორეოგრაფიული და მუსიკალური ანსამბლები მიიღებენ მონაწილეობას.

სულ ფესტივალში 40-მდე ანსამბლი მიიღებს მონაწილეობას და 25 უფასო კონცერტი ჩატარდება.

ფესტივალი  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და ფოლკლორის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდება.

მოამბე