ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“  

ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ კონსერვატორიის დიდ დარბაზში დღეს გაიხსნება. მონაწილეობას იტალიაში მცხოვრები ქართველი სოპრანო, ნანა ქავთარაშვილი და იტალიელი ტენორი, პაოლო ლარდიზონე მიიღებენ. პროგრამა საგანგებოდ, ფესტივალისთვის  მომზადდა და მსოფლიო საოპერო ხელოვნების შედევრებიდან არიებსა და პოპულარულ ნაწარმოებებს აერთიანებს. ეს მომღერლების პირველი შემოქმედებითი კოლაბორაციაა. თბილისის შემდეგ ფესტივალი თელავში, ქუთაისში, ბორჯომსა და ბათუმში გაიმართება. მონაწილეობას ქართველ ვარსკვლავებთან ერთად ესპანეთიდან და იტალიიდან მოწვეული მუსიკოსებიც მიიღებენ.