ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“

საერთაშორისო ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ წელს ექვს ოქტომბერს გაიხსნება.

პანდემიის გამო ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი კონცერტები ღია ცის ქვეშ, რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება და მასში მონაწილეობას ქართველი მუსიკოსები მიიღებენ. ფესტივალის ფარგლებში სულხან ცინცაძის, ანზორ ერქომაიშვილის, გიორგი შავერზაშვილისა და ოთარ ტატიშვილის საიუბილეო საღამოები გაიმართება. დაგეგმილია ასევე სოლო კონცერტებიც.

ფესტივალი გია ყანჩელის სახელობის (არტოს) ბაღის ღია სივრცეში გაიხსნება და თერთმეტ ოქტომბრამდე გაგრძელდება.