ფერმერების აქცია გაიმართა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან.
შეკრებილებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს „ქართული ოცნების“ მიერ 28 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება და მოითხოვეს აქციაზე დაკავებულების გათავისუფლება. ფერმერები სფეროში არსებულ გამოწვევებზე ლაპარაკობენ და ამბობენ, რომ ხელისუფლებისგან საჭიროა სფეროს მიმართ მეტი ყურადღება. პროტესტის მონაწილეებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მანიფესტაციით პირველი არხისკენ აიღეს გეზი, შემდეგ კი გეგმავენ გადაინაცვლონ რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციისკენ.