ფერმერთა ასოციაციის პროექტის პრეზენტაცია

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინიციატივით, სექტორული უნარების ორგანიზაციის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის მიზანი აგრარულ სფეროში განათლების განვითარების ხელშეწყობაა. ორგანიზაციის დაფუძნების საჭიროება სოფლის მეურნეობის სფეროში კადრების დეფიციტმა, აგრარული პროფესიებისადმი ახალგაზრდების ნაკლებმა ინტერესმა და პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებამ გამოიწვია.

ორგანიზაციის დაფუძნება „სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების“ პროექტის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, გაერო-ს განვითარების პროგრამისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება.