ნარინჯისფერი რთველი

აჭარაში ნარინჯისფერი რთველი დასრულებულია.

წინა წელთან შედარებით, ციტრუსის მოსავლის რეალიზაცია მოსახლეობას ამჯერად არ უჭირს, თუმცა გამოიკვეთა გარკვეული პრობლემებიც. მანდარინის მოსავლის ნაწილი დაზიანებულია. თუმცა მიზეზებს ადგილობრივები და ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვანაირად ხსნიან. სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას დაზიანებული პროდუქციის გადამამუშავებელ საწარმოებში ჩაბარებას ურჩევს.

შარშანდელთან შედარებით, გაუმჯობესებულია ექსპორტის მაჩვენებელიც.