#ფერმა თეთრიწყაროში - რეგიონის მრავალფეროვნება, აჭარელი ეკომიგრანტის მეურნეობის წარმატების რეცეპტი

თეთრიწყარო – ერთ მუნიციპალიტეტში მოქცეული ეთნიკური, კულტურული და ბიომრავალფეროვნება. რეგიონის განვითარების განსხვავებული ხედვა და პროექტები, რომლებიც ადგილობრივი თემის გაძლიერებას ემსახურება. გაიცანით მერაბ ძირკვაძე, აჭარელი ეკომიგრანტი, რომლის დამზადებული სულგუნი, ჩეჩილი, დო და ნადუღი მთელ რეგიონშია ცნობილი. გაიგეთ მისი წარმატების რეცეპტი. დაათვალიერეთ საოჯახო სასტუმრო, რომელიც თეთრიწყაროში აგროტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს.

#არტიშოკი  ჩოხატაური, სოფელი ხიდისთავი, ნოდარ დუმბაძის უკვდავი რომანის ერთ-ერთი პერსონაჟის, ილარიონის შვილიშვილი – ვაჟა დუმბაძე, რომელსაც ვენახიც აქვს, ჭურიდან მოსაპარი ღვინოც, ხეხილიც და ოლღა ბებიას ფაქიზოს შორეული ნათესავი რამდენიმე ძროხაც.

ფერმის” გადამღებ ჯგუფთან ერთად ნახეთ, დადის თუ არა ბაბუასავით ძაღლებზე სანადიროდ და როგორ უვლის ხსოვნას ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში ილარიონ დუმბაძის ბადიში. გადაცემა – „ფერმა”.

 

ფერმა