#ფერმა შრომის საოცარი კულტურა - აგროტურიზმი ონში

▶ სოფლის მეურნეობისა და ხელოვნების სინთეზი ფერმაში  – ერთი ოჯახის ამბავი, რომელმაც დედაქალაქში ყოფნას მაღალმთიან რაჭაში ცხოვრება არჩია. მამაპაპისეული სახლი, იშვიათი თვისებების ძაღლი და ქართული სტუმართმოყვარეობა. სახლის სახურავზე გაშენებული გოგრა, ტრადიციული ლორი, ქვევრის ღვინო და წარმატების მარტივი საიდუმლო – შრომის საოცარი კულტურა.

▶ გაიცანით საქართველოზე შეყვარებული ტურისტები და გაიგეთ, როგორ უნდა წარვუდგინოთ მათ ჩვენი ქვეყანა. ოჯახური ბიზნესი, რომელიც შეიძლება ყველგან ვაკეთოთ.

▶ რუბრიკაში #არტიშოკი,  გაიცანით მათემატიკოსი, ნონა ბაზერაშვილი და ნახეთ 14 წლის წინ თბილისში დაწყებული სიყვარულის ისტორია, რომელმაც ძველ ანაგაში დაიდო ბინა. სოფელში ნაპოვნი სიმშვიდე და სივრცე, სადაც სიყვარულის დიაპაზონს საზღვრები არ აქვს. კახური შემოდგომის ,,არტი”, რომელიც სტუმრად ჩასული თბილისელებისთვის ნამდვილი შოკია!

ფერმა