სვანეთში ნაპოვნი სიბრძნე - ფერმერი, ბიძინა გურჩიანი!

სვანეთი, სოფელი ეცერი, „ფერმის“ მასპინძელი – ბიძინა გურჩიანი.

▶ გიგანტური ვაშლის საძებნელად სვანეთში წასული „ფერმა“ და მთაში ნაპოვნი სიბრძნე. უხუცესების მონათხრობი ამბები, რომლებიც მალე ლეგენდებად იქცევა.

▶ ესტუმრეთ გურჩიანების ოჯახს, აუცილებლად დალოცეთ მასპინძელი და გასინჯეთ ნადია ბებოს გამომცხვარი ფეტვის ჭიშტვარი. ბუნების მოყვარული და ტრადიციების მცველი მოხუცის დაუვიწყარი ისტორია – ბიძისგან ნასწავლი მყნობა, შემთხვევით გამოყვანილი უნიკალური ვაშლის ჯიში, მსხალი, რომელიც სხვადასხვაგვარ ნაყოფს ისხამს და მარადიული სიცოცხლის საიდუმლო;

▶ ყველაფერი წვეთოვანი სარწყავი სისტემის შესახებ. რუბრიკაში „გაიგე მეტი“ მიიღეთ პრაქტიკული რჩევები იმის შესახებ, თუ როგორ დაზოგოთ მეურნეობაში დრო, წყალი და ფინანსები. #ფერმა/facebook 

 

 

ფერმა