#ფერმა უნიკალური ჯარა და ველური თაფლი - როგორ აღადგინა ამერიკიდან სამშობლოში დაბრუნებულმა ექიმმა, მეფუტკრეობის მივიწყებული ფორმა

ფერმის“ მე-10 საეთერო სეზონი დაიწყო !

🐝 ჩვენს აგროგმირებთან ერთად, გაიაზრეთ ყველა ნაბიჯი აგრობიზნესში. ესტუმრეთ ქედას, სადაც ამერიკიდან სამშობლოში დაბრუნებულმა ექიმმა მეფუტკრეობის მივიწყებული ფორმა აღადგინა. უნიკალური ჯარა და ველური თაფლი, რომელსაც მსოფლიო ბაზარზე დიდი წარმატება ელის! როგორ შეგვიძლია გავზარდოთ ინტერესი ჩვენი პროდუქტის მიმართ და ვინ გადაიხდის 100 დოლარს ერთ კილოგრამ ქართულ თაფლში?! ნახეთ, როგორ კეთდება მაღალმთიან აჭარაში სარგებლიანი საქმე!

➡ იდეა, რომელიც ჰოლანდიაში გაჩნდა და შემდეგ კახეთის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელში განხორციელდა.

როგორ გააცოცხლა პაპის მარანი და როგორ შექმნა აგროტურისტული ობიექტი, ყოფილმა ჟურნალისტმა და მუსიკათმცოდნემ, თიკა დუღაშვილმა! ადგილი, რომელსაც უამრავი უცხოელი და ქართველი ემიგრანტი სტუმრობს და თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში. დუღაშვილების დიდი ოჯახი, რომელმაც ახალსოფელი აგროტურისტულ ზონად აქცია და წარმატებული საქმე თანასოფლელებსაც გაუნაწილა.

ფერმა

 

 

 

 

დატოვე კომენტარი