#ფერმა მოგზაურობა სვანეთში

სვანეთი, ბეჩოს თემი. ფერმა” არწივის ფრენის სიმაღლეზე გამოგზაურებთ.

ჩვენთან ერთად გადმოხედეთ ბეჩოს მეთორმეტე საუკუნის კოშკიდან, გაიცანით აკო კვიციანი და ადამიანები, რომლებიც ბუნების სიმკაცრეს მუდმივი შრომით უმკლავდებიან.

კვიციანების საგვარეულო მაჩუბში შემონახული ეთნოგრაფია, სამი ძმის შესრულებული „ცელის მუსიკა“ და შეხვედრა მთის კანონების მცველებთან.

#არტიშოკი უჩვეულო სანახაობა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში. ბავშვობის ახდენილი ოცნება და ფერადი ფერმა, სადაც თბილისიდან გადასახლებული ისტორიკოსი არჩილ ხუტუაშვილი ფარშავანგებთან ერთად ცხოვრობს.

საოცარი იდილია და გარემო, რომელიც გაგრძნობინებთ, თუ რატომ უნდა გიყვარდეთ სოფელი.

#ფერმა/facebook