✅ მიტოვებულ შენობაში ქალის მიერ შექმნილი თანამედროვე საწარმო და ახალი ქართული პროდუქტი, რომელმაც მსოფლიოში გაითქვა სახელი. ნონა თორდიასგან გაიგეთ, რა არის სუბლიმირებული ხილი, როგორ მზადდება პრემიუმ კლასის ჩიფსები, ნახეთ ტექნოლოგია, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს.
✅ თხილის ბაღებში ჩასატარებელი საგაზაფხულო სამუშაოები, მცენარეთა მოვლა-დაცვის აგროტექნიკური ღონისძიებები და ექსპერტთა რჩევები მეთხილეებისთვის.
რუბრიკაში #არტიშოკი გაიცანით მამუკა ჯაფარიძე, მეჯიქ აჯიკის შემოქმედი. მხატვარი, რომელმაც ქალაქი დატოვა და სოფლად დიდი მინდვრის აკადემია შექმნა. ბიომეურნეობისა და ხელოვნების სინთეზი, ანუ ვერხვის თვალებით დანახული სამყარო #ფერმაში