„ფერმა“ - 23 სექტემბერს, 12:15 საათზე

ადგილი, სადაც გაოცებს ღრუბლები შენს ქვევით, მზე ხელისგულზე და შენი ქვეყნის სილამაზე. ჩვენთან ერთად გაიარეთ სიყვარულის კოშკებით მოფენილი გზა მისტიკური მწვერვალისაკენ. ნახეთ როგორია ცხოვრება ნისლში, მეცხოველე ფერმერების ტრადიციად ქცეული მომთაბარეობა, ალპურ ზონაში მოყვანილი ბოსტნეული და ზღვის დონიდან 2000 მეტრზე დათესილი ქორბუდა სიმინდის ყანა. გომისმთა – ზღაპრული პეიზაჟები და თვალუწვდენელი სივრცე.

რუბრიკაში „არტი-შოკი“ თქვენ გელით უჩვეულო კაცის არაჩვეულებრივი გარემო, 500-წლოვან მუხაში გაკეთებული ფიქრის ოთახები, აუზში თავდაყირა ჩაკიდული ხეები, წყლიდან მხტომელი თევზები, ერთი სიტყვით, ცხოვრების შავ-თეთრის გამფერადებელი კაცის მისტიკური არტის და ფერმერობის შერწყმა – კვირას, 23 სექტემბერს, 12:15 საათზე, „ფერმა“ ღრუბლებს ზემოთ სამოგზაუროდ გეპატიჟებათ.