„ფერმა" - 16 სექტემბერს, 12:15 საათზე

„ფერმა” მეცხრე სეზონს იწყებს.

გაიცანით ახალი აგროგმირები. გზა დიდი ფეხბურთიდან დიდ აგროტურიზმამდე. სოფლად დაბრუნებული ტყუპი დების ამბავი. გაცოცხლებული ეზო, დამწყები ფერმერების ბაღ-ვენახი, შეცდომებით მიღებული გამოცდილება და დიდი სურვილი, საკუთარი ხელით შექმნან ბედნიერი გარემო, რაჭაში.

სახლი, რომელიც ტურისტების საყვარელ ადგილად იქცა. რუბრიკა „არტი-შოკის” სტუმარი და ჩვენი მასპინძელი იმერელი დიასახლისი. ეზოში დაკრეფილი კიტრი და მწვანილი. სუფრაზე ციცქა-ცოლიკოურისა და იმერული ხაჭაპურის ტანდემი. როგორია კრეატიულობისა და მარჯვე ხელების ნაზავი – კვირას, 16 სექტემბერს, 12:15 საათზე, გადაცემაში „ფერმა”.