ფერიის დედათა მონასტერი
ფერიის დედათა მონასტერი – სასულიერო და საგანმანათლებლო კერა აჭარაში. სამონასტრო კომპლექსი საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის თანადგომით შეიქმნა. კომპლექსი ფერიის მთაზე ხუთ ნაგებობას აერთიანებს, აქვეა წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია, სადაც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამის გარდა, დამატებითი საგნებიც ისწავლება. ფუნქციონირებს სახელოვნებო და სპორტული სტუდიები, გიმნაზიის 120 მოსწავლისთვის სწავლა უფასოა.
ანა ნოდიასა და ზაზა შუკვანის რეპორტაჟი აჭარიდან #მოამბერეგიონები