ფერიცვალების დღესასწაული

მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერიცვალებას აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით, ილია მეორემ სადღესასწაულო ღვთისმსახურება სამების საკათედრო ტაძარში სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. საზეიმო ლიტურგიის შემდეგ პატრიარქმა შეკრებილებს დღესასწაული მიულოცა.

ფერიცვალების დღესასწაული 12 საუფლო დღესასწაულთა შორისაა. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა.

ფერიცვალების დღესასწაულზე ტაძრებში ხილი იკურთხება.