ფერეიდნელი ქართველები ზუგდიდში

ფერეიდნელ ქართველებს ზუგდიდში უმასპინძლეს.

სტუმრებმა ყვავილებით შეამკეს ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლი. შემდეგ ბიბლიოთეკაში გაიმართა დოკუმენტური ფილმის ჩვენება ფერეიდნელ ქართველებზე. 400 წლის წინ ირანში იძულებით გადასახლებული ქართველების სამი შთამომავალი საქართველოში ფერეიდნიდან ფეხით ჩამოვიდა. მათ საქართველოს სხვადასხვა კუთხე მოიარეს, გამართეს შეხვედრები.