ფერდის გამაგრების სამუშაოები

სამგორის რაიონში, უძოს ქუჩაზე ფერდის გამაგრების პროცესი მიმდინარეობს. სამუშაოები ხორციელდება 5 100 კვ.მ ფართობზე. ეწყობა ფერდის დამცავი ბადე. პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 421 000 ლარი გამოიყო.