ფერდის გამაგრების სამუშაოები
გლდანში, ლიბანის ქუჩაზე 119 -ე საჯარო სკოლის მიმდებარედ, მეწყერსაშიშ ზონაში ფერდის გამაგრების სამუშაოები დაიწყო. დაგეგმილია სადრენაჟე ქსელის მოწყობაც. სამუშაოები ზაფხულში დასრულდება. ბიუჯეტიდან ორი მილიონი ლარია გამოყოფილი.