„ფენიქსი – ყაზბეგი“ – ნერიოგანვითარების ცენტრი
ყაზბეგში მცხოვრები ოჯახებისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში შვილების თერაპიული მომსახურებისთვის თბილისამდე რთულ გზას გადიოდნენ, რეალობა მას შემდეგ შეიცვალა, რაც მუნიციპალიტეტში ბავშვთა ნეიროგანვითარების სპეციალიზებული ცენტრი გაიხსნა. „ფენიქსი ყაზბეგი“ ბავშვებს უფასო სერვისებს უსაფრთხო და მათ საჭიროებებზე მორგებულ გარემოში სთავაზობს. დღეს ცენტრი ათეულობით ბავშვს ემსახურება „ფენიქსი ყაზბეგი “ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ საუკეთესო მუნიციპალურ პროექტებს შორის გამოვლინდა და გაიმარჯვა ნომინაციაში: ბავშვის საჭიროებებზე მორგებული სოციალური პროგრამები.
ნატა ტაბიძისა და ლაშა მამულაშვილის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები