ფეხით მოსიარულეების დაჯარიმების სტატისტიკა

ბოლო წლებში ქვეითების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე გამოწერილი ჯარიმების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა.  შარშან ქვეყანაში ამ მიზეზით 6 ათასამდე ჯარიმა დაიწერა, რაც წინა წელთან შედარებით განახევრებული მაჩვენებელია. რა არის ამ კლების მიზეზი – მოქალაქეთა მიერ წესების მეტად დაცვა თუ აღსრულების პრობლემა?

მარიამ აფციაური შეეცადა გაერკვია, რამდენად ხშირად არღვევენ ფეხით მოსიარულეები საგზაო მოძრაობის წესებს და ახდენენ თუ არა სამართალდამცველები ეფექტიან რეაგირებას.