ფეხბურთის ფედერაციის ყრილობა

სასტუმრო „ჰუალინგში“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რიგით 28-ე კონგრესი გაიმართა.

ყრილობაზე ქართული საფეხბურთო ოჯახის წარმომადგენლებთან ერთად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. სპეციალური სტუმრის სტატუსით თბილისში მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოების ფიფა-სა და უეფა-ს წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც ყრილობას დაესწრნენ.

ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ახალი ხედვის, „მომავლის 11“-ის პრეზენტაცია გამართა. პროექტი ფეხბურთის მასობრიობას და 2026 წლისთვის მომავლის გუნდის შექმნას წარმოადგენს. ყრილობაზე ასევე ფულადი ჯილდოებით ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები დაასაჩუქრეს.