ფეხბურთი პირველ არხზე

ქართული საფეხბურთო გუნდები დღეს ევროსარბიელზე ასპარეზობას განაგრძობენ.

ქუთაისის „ტორპედო“ სტუმრად მინიმალური სხვაობით წაგების შემდეგ, ყაზახურ „ორდაბასს“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. დღესვე განმეორებით მატჩს ჩაატარებს თბილსის „დინამო“, რომელმაც პირველი შეხვედრა „დინამო არენაზე“ ანდორის „ენგორდანთან“ 6-0 მოიგო და ფაქტობრივად გაინაღდა მომდევნო ეტაპის საგზური.

„ტორპედოსა“ და „ორდაბასის“ მატჩს 21:00 საათზე, საქართველოს პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

მატჩის ტრანლაციის გამო, „მოამბის“ მთავარი გამოშვება ეთერში საქართველოს პირველი არხის ინტერნეთ-პლათფორმებზე გავა.