„ფეისბუქის“ გარკვეული ანგარიშების გაუქმებას პოლიტიკოსები ეხმაურებიან

„ფეისბუქის“ მიერ გარკვეული ანგარიშების გაუქმებას, დღეს პოლიტიკურ სპექტრში გამოეხმაურნენ. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ უკვე წლებია, ხელისუფლება სოციალურ ქსელებს დაპირისპირებისთვის იყენებს, თუმცა, საკითხის შესწავლა აქამდე არ მომხდარა.

დაფინანსების წყაროს გამოვლენას ითხოვს მოძრაობა „ლელოს“ ლიდერი. მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას.

დღესვე, სოციალური ქსელით, განცხადება გაავრცელა უმრავლესობის ლიდერმა. მამუკა მდინარაძის განმარტებით, იმ ჯგუფთან, რომელზეც „ფეისბუქის“ ოფიციალურ განცხადებაშია ლაპარაკი, პარტია „ქართულ ოცნებას“ და მის მენეჯმენტს, არც ოფიციალურ დონეზე და არც არაოფიციალურად, არანაირი ურთიერთობა არ აქვს.