„ფეიკნიუსები” და პრემიერის განცხადება

მხარდამჭერი გზავნილების ფონზე საქართველოს პრემიერი სწორედ საგარეო პოლიტიკის კუთხით გააქტიურებული ყალბი ახალი ამბების გამო შეშფოთებულია.

მამუკა ბახტაძეს დღეს კონკრეტული ჯგუფი არ დაუსახელებია, თუმცა ე.წ. ფეიკნიუსების გავრცელებაში და ტყუილის ტირაჟირებაში ოპოზიციური პოლიტიკური ძალები დაადანაშაულა.

სწორედ მიზანმიმართული კამპანიის კონტექსტში განიხილავს მთავრობის მეთაური განცხადებებს, რომლის მიხედვით საქართველო დასავლური ქვეყნების დღის წესრიგში აღარ არის.

მსგავსი კომენტარების ავტორებს პრემიერ-მინისტრი თბილისში ნატო-ს გენერალური მდივნის და სამხედრო კომიტეტის ბოლო ვიზიტებს და ახალ საერთაშორისო რეზოლუციებს ახსენებს.

მმართველი გუნდის არგუმენტები ოპონენტებისთვის არასაკმარისია