„ფედერალისტების“ განცხადება
პარტია „ფედერალისტები“ ქვეყანაში ინსულინის მარაგებსა და პაციენტების საფრთხეზე საუბრობენ. მათი მტკიცებით, ინსულინის კრიზისმა საფრთხის წინაშე დააყენა 1700-მდე ბავშვი, რაც გამოწვეული იყო მარაგების არასწორი მართვით და ტექნიკური სამსახურების გაუმართაობით. პარტიაში პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებენ და ამბობენ, რომ აუცილებელია პასუხისმგებელი უწყებების საქმიანობის მონიტორინგის შედეგების გამოქვეყნება.