FBI-ს გამოძიება NBA-ს წინააღმდეგ 

არალეგალური სპორტული ფსონების საქმე და თაღლითურად მოპოვებული მილიონობით დოლარი – ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია სერიოზულ სკანდალში ეხვევა.

დაკავებულია „ენ-ბი-ეის“ ერთ-ერთი მწვრთნელი და რამდენიმე მოთამაშე. 30-ზე მეტ პირს კი ბრალი წარუდგინეს. გამოძიებით, რომელსაც ფედერალური ბიურო აწარმოებს, ირკვევა, რომ   კალათბურთელები ამერიკაში მცხოვრებ იტალიურ კრიმინალურ ოჯახებთან თანამშრომლობდნენ, რაც  უკანონო აზარტულ თამაშებზე ფსონების დასადებად შიდა საკალათბურთო ინფორმაციის გამჟღავნებაში გამოიხატებოდა. ასევე გამოძიების თანახმად, იმ გუნდის სასარგებლოდ, ვისზეც დიდი ფსონები იყო დადებული, მოწინააღმდეგე კლუბის კალათბურთელები ცუდად განგებ თამაშობდნენ. გამოძიება გრძელდება, არ არის გამორიცხული ბრალდებულთა რიცხვი გაიზარდოს.